ადვოკატი – დეკანოზ გიორგი მამალაძეს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეწყალებას სთავაზობენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არჩადენილი დანაშაულის აღიარებას აიძულებენ.

“ის, რაც სასამართლომ და პროკურატურამ ვერ შეძლო, ახლა უკვე მიდის ულტიმატუმებით საუბრები, რომ მის თავისუფლება და ჯანმრთელობა გაუცვალონ დანაშაულის აღიარებაში. მან მითხრა, რომ იყო ამაზე მოლაპარაკებები, ვიღაცები შევიდნენ და უთხრეს, რომ თუ შენ აღიარებ, შეგიწყალებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მან უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ არის, არ ცვლის თავის ღირსებას თავისუფლებაში”, – თქვა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: გახარიას ამომრჩეველი, დიდი ნაწილი, ცალსახად ჩამოყალიბებულია და ის ხმას ნაციონალურ მოძრაობას არ აძლევს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა