ადვოკატი: დათო სარალიძე სხვების ფიზიკურ შეურაცხყოფაში შემჩნეული მოსწავლეების სიაში არ იყო

ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძ სოციალურ ქსელში საგამოძიებო კომისიის დასკვნის იმ ნაწილს აქვეყნებს, სადაც საუბარი 51-ე სკოლაში გაზრდილ აგრესიულ ფონზეა საუბარი.

„დღეს დავით სარალიძის კლასი დათოს გარეშე ზეიმობს ბოლო ზარს.სწორედ დღეს მინდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის ის ნაწილი გაგაცნოთ, სადაც საუბარი 51 სკოლაში გაზრდილ აგრესიულ ფონზეა. სადაც ინიციალებით გარკვევითაა ის პირები მითითებული რომლებიც შეიმჩნეოდნენ არაერთგზის დისციპლინურ გადაცდომაში, მათ შორის მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მათ შორის არაა დავით სარალიძის სახელი, სამაგიეროდ მათ შორისაა სწორედ ის პირები რომელთა ახლობლებიც აქტიურად ცდილობდნენ ბულინგის ავტორად სწორედ დათო დაესახელებინათ“. – დაწერა ლონდარიძემ

ნესტან ლონდარიძის, თქმით დავით სარალიძე არ შედიოდა იმ მოსწავლეების სიაში, რომლებიც შეიმჩნეოდნენ დისციპლინინურ გადაცდომებსა და მოსწავლეების ფიზიკური შეურაცხყოფაში. გთავაზობთ დოკუმენტის ერთ-ერთ მონაკვეთს

„ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათი აგრესიის კონკრეტული ქმედებით გამოვლენის მიზეზი. ნიშანდობლივია, რომ საპირფარეშოში მომხდარი შემთხვევის მონაწილე 4 მოსწავლეს არაერთი დისციპლინური გადაცდომა ჰქონდა ჩადენილი 2017 წელს კერძოდ:

1. ა.ს – გაკვეთილის ჩაშლა; მოსწავლეების არაერთგზის ფიზიკური შეურაცხყოფა

2. დ.ნ – საგაკვეთილო პროცესის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; არაერთგზის არაეთიკური ქმედება; გაკვეთილის ჩაშლა

3. დ.ღ – გაკვეთილის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა

4. თ.ჩ – მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; არაეთიკური ქმედება.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი დავით სარალიძე ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი : ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციულად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გილოცავთ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი