ადვოკატი: ციხის მედპერსონალმა არ იცის აპარატურის გამოყენება ,მიხეილ სააკაშვილი გაოცებულია

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა აპარატურის გამოყენება არ იცოდა, რამაც ექსპრეზიდენტი გააოცა. მისი თქმით, კონსილიუმის წევრებმა ციხის ექიმებს სთხოვეს დიაგნოსტიკა, რა დროსაც სააკაშვილმა დაინახა, რომ არავინ იყო, ვინც იცოდა, ყველაფერს როგორ უნდა ემუშავა.

“პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა და შეისწავლა, ასევე აღნიშნავს, რომ თავად მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი. გაოცებული, გაკვირვებული იყო როცა კონსილიუმის წევრებმა რ ითხოვეს, რომ გაესინჯათ და დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინებოდა ამ ყველაფერს როგორ უნდა ემუშავა”, — აღნიშნა ადვოკატმა.

წინა სტატიაშიადვოკატი: ერთადერთი, როცა შეიძლება გარკვეული მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, თუ ამაზე დაელაპარაკება პირადი ექიმი
შემდეგი სტატიამდინარაძე მელიას განცხადებას გამოეხმაურა – არ მჯერა იმ პარტიების პროდასავლურობის, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს