ადვოკატი – ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა არა უსამართლობას, არამედ ამ ზეწოლას

ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ვინც ივანიშვილზე ზეწოლის განმახორციელებელი და ავტორია, მისი ფსიქოტიპაჟის გათვლაში შეცდომა დაუშვა.

„ბიძინა ივანიშვილის სტილი და მიდგომა საქმისადმი მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებაა. ეს სიმშვიდე ჩვენს გუნდზეც გადმოდის, რომ აკადემიურად, დინჯად და არგუმენტირებულად მივუდგეთ საქმეს. გარდა ამისა, მან, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი, ინიციატორი, ან რეალიზატორია, თითქოსდა შეცდომა დაუშვა ბატონი ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, როგორც საქმის შიგნიდან მაყურებლის და თანამონაწილისა, ბატონი ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს. შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ, იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, მხოლოდ კანონის ენით, მხოლოდ სამართლიანობის მოშველიებით ჩვენ ბოლოში გავალთ. გვქონდა და გვაქვს საქმეზე პროგრესი. არაერთი პროგრესი და განვითარებაა ამ საქმის ირგვლივ ისეთი, რომელიც მოყვარეს გულს გაუკეთებს და მოშურნეს კი მოუწევს გაწბილება იმ შედეგით, რომლის მოლოდინშიც ვართ არცთუ შორეულ პერსპექტივაში“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები შეხვედრისას სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა გათავისუფლდეს – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაუკრაინის სამხედრო დაზვერვა – უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს და ყველაფერი დამოკიდებულია დასავლეთის დახმარებაზე