ადვოკატი – ბესიკ თამლიანმა პოლიციელი კი არ სცემა, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა

ბესიკ თამლიანი არ აღიარებს მოცემულ ბრალს, მისი მხრიდან არანაირად არ დაირღვა არათუ პოლიციელის, არამედ ადგილზე შეკრებილი მოსახლეობის უფლება, – ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა თეონა ქორიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ბესიკ თამლიანის მხრიდან პოლიციელზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს მისი მხრიდან თავდაცვის მცდელობა იყო.

მისივე თქმით, ბესიკ თამლიანმა პირიქით განმუხტა სიტუაცია, სამართალდამცველი ქვევით დააწვინა და შემდგომ გადმოხტა.

„მშვიდობიანად გამოდიოდა და არათუ ვინმეს აღიზიანებდა, არამედ მშვიდობიანად მღეროდა, ხელში დროშა ჰქონდა დაჭერილი. პირი, რომელიც საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელს ხელს არ უშლის, წარმოუდგენელია როგორ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს სამართალდამცველებისთვის. ეს არ იყო არანაირი დარტყმა, ეს იყო თავდაცვა.

სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც პირი იმყოფება ჯიხურზე, არ მივიდეს მასთან და არ დაესხას თავს, ამით შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სხვას. ბესიკ თამლიანმა ის კი არ სცემა ან მსგავსი, პირიქით, განმუხტა სიტუაცია, დააწვინა ქვემოთ და შემდგომ გადმოხტა. ერთ-ერთი პოლიციელი ადიოდა ე.წ. წიწაკის სპრეით და თვალებში რომ მოხვედროდა რომელიმეს, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი მხრიდან არანაირ ძალადობას და ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, პირიქით შეიზღუდა მისი უფლებები და საფრთხეში ჩავარდა. ჩამოხტომისას პოლიციელმა ფეხი დაარტყა და ჯიხურის მინაც კი გატეხა”, – აღნიშნა თეონა ქორიძემ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის პროგრესს ინტეგრაციის გზაზე
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – არ მგონია, „მწვანე პასპორტმა“ სერიოზული გარდატეხა მოახდინოს