“ბრალდება არის სრულიად უსაფუძლო და აბსურდული, სიგიჟე”- ასეთია თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიცია ბრალის წარდგენის შემდეგ.
ახალაიას პოზიცია მედიას ადვოკატმა ექს-მაღალჩინოსნისთვის სუს-ში ბრალის წარდგენის შემდეგ გაცნო.
ახალაია გამოძიებას უსაფუძვლოს უწოდებს და ჩვენება არ მიუცია.
“მას ბრალი წაყენებული აქვს ბურჭულაძესა და ზოდელავასთან მეგობრობისთვის” – თქვა ადვოკატმა.
“ბაჩოს პოზიცია არის ის, რომ ბრალდება არის სრულიად უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპი გითხრათ, სიგიჟე, მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ პირადად მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა, ეს არის ბრალი ფორმულირება. გავეცანი ბრალდებას, იქ რაიმე სახის არგუმენტი, მყარი მტკიცებულება, რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მას გარკვეული ქმედებით სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ასეთი მოცემულობა ბრალში ვერ ვნახე.
წარდგენილ ბრალდებას არ აღაირებს. გამოძიებას არ ენდობა და შესაბამისად ჩვენება არ მიუცია”- თქვა ადვოკარმა.
მისი თქმით, ადვოკატებისთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ. მეტიც, გამომძიებელმა ხელწერილი ჩამოართვა საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე.
“ჯერ მასალები არ იყო გადმოცემული და უკვე ხელწერილი დაგვაწერინა, სიმართლე გითხრათ, ხელი არ მოვაწერე, შევიტანე შენიშვნა, ვინაიდან, ამით მეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრალდება შემოიფარგლა იმით, რომ მხოლოდ ნაცნობობის და მეგობრობისთვის წარედგინა ბაჩოს ბრალი დღეს”- დასძინა მან.
















