აზერბაიჯანის მხარის მოთხოვნით მოხდა ბატონი სადიგოვის დაკავება. იქ ძებნაშია გამოცხადებული. მოთხოვნა იქნა გამოგზავნილი ქართული მხარისადმი და ამის საფუძველზე დააკავეს. ითხოვეს მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით რომ ექსტრადიცია არ მოხდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს,-განაცხადა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვის დაკავებას ადასტურებს.
უწყებაში ამბობენ, რომ მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა.
ჟურნალისტს ექსტრადირებისთვის ამზადებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.
აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა”- ამბობენ შსს-ში.