28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძის წერილს ავრცელებს

“უამრავი ადამიანის მოლოცვა მივიღე და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება გამოიჩინა. ბევრ შეტყობინებას ვიღებ თქვენგან და ბოდიშს ვიხდი, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. თითოეული თქვენი ნათქვამი სიტყვა მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, ვაგრძელებ მუშაობას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე “A Journey of Transformation”, რომელიც დერეალიზაცია/დეპერსონალიზაციის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

თავისუფლება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში 30 წლის გახდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
შემდეგი სტატიასაფრანგეთში 5 აფთიაქის გაძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს