ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ადასტურებს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ციხეში წერილი მას არ შეუტანია და დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.
„მე არ მიმიტანია [წერილი], მაგრამ ორ ინფორმაციას მოგცემთ — ერთი ის, რომ ვადასტურებ, ბატონი ირაკლის წერილია ეგ, რაც Facebook-ზე გამოქვეყნდა და მეორე ის, რომ უფრო დეტალურად ხვალ გაავრცელებს ინფორმაციას“, — განაცხადა „ტვ პირველთან“ მიხეილ შაყულაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.















