8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ადვოკატი: 700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს,_ ამის შესახებ გამოცემა Bm. ge-სთან ადვოკატი ედიშერ ქარჩავა საუბრობს.

მისი თქმით, საქმეში ბრალდებული ორი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და ორივე უკვე პირობითი მსჯავრით არიან გათავისუფლებული.

“სხვა პირების მიმართ, ვინც ამ საქმეში იყვნენ აზერბაიჯანელები ყველას გაუფორმეს საპროცესო და პირობითი მსჯავრით გაუშვეს. ჩვენს საქმეში ორი ასეთი პირი იყო და ორივე თავისუფალია. ანალოგიური მოთხოვნა გვაქვს ჩვენც. თუ სხვა ფიგურანტებს, რომლებსაც თანხა უშუალოდ შემოჰქონდათ, გაუფორმეს შეთანხმება, კოტორაშვილმა, რომელიც მხოლოდ ახურდავებდა ამ ფულს, რა დააშავა? ჩვენც გაგვიფორმეთ საპროცესო შეთანხმება-თქო, კონკრეტული თანხაც კი შევთავაზეთ”,_  თქვა ქარჩავამ

პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუს მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიარას ამბობს პროკურორი ე.წ. “საბოტაჟის საქმის” სხდომის დახურვის შესახებ