ადვოკატებს ღამის საათებში იზოლატორებში შესვლა ეკრძალებათ – ახალი შეზღუდვები

საპატიმრო სისტემაში მიღებული ცვლილებებით, ადვოკატებს საღამოს და ღამის საათებში იზოლატორებში შესვლა ეკრძალებათ. ახალი ბრძანების მიხედვით, უფლებადამცველებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულება 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე შეეძლებათ.

ადვოკატთა თქმით, შეზღუდვა ართულებს დაცვის მექანიზმებს და ქმნის სიტუაციას, როცა იზოლატორებიდან ინფორმაცია დაკავებულთა მდგომარეობის შესახებ ვერ გამოდის, ხოლო მათ სამართლებრივ მხარდაჭერას დროებითი შეფერხებები ექმნება.

“იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წესით პატიმრობის შეფარდების შემდეგ უკვე შემჭიდროვებულია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები სააპელაციო სასამართლოში და ვადები 48 საათით არის განსაზღვრული, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშ აყენებს ადვოკატებს, ვინაიდან ფაქტობრივად, ადვოკატმა პატიმრობის შეფარდების შემდგომ უნდა მოასწროს დადგენილების ჩაბარება, უნდა მოასწროს საჩივრის შედგენა და ამასთანავე, ვალდებულია, კონკრეტულად პატიმრობა შეფარდებულმა პირმა ხელი მოაწეროს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს საჩივარს. შესაბამისად, 48 საათი არის ის დრო, როცა, ისედაც აქამდე ადვოკატს ფორსირებულად უწევდა მუშაობა საჩივრის შედგენაში და შემდგომ უკვე პატიმრის მონახულების პირობებში და ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, გაუარესდა როგორც ადვოკატის, ასევე მისი დასაცავი პირის უფლებრივი მდგომარეობა”, – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, ბინძური წესებით” – ირაკლი კუპრაძე
შემდეგი სტატია“ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ?!” – ნინი შერმადინი