ადვოკატებს და მიხეილ სააკაშვილის დედას სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მივიდა. მას დღევანდელ პროცესზე დასწრება სურს, თუმცა ამის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა. გიული ალასანიას სასამართლოში შესვლის უფლებას არ აძლევს ადგილზე მობილიზებული პოლიცია.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა უთხრეს მას სამართალდამცავებმა და რატომ არ უშვებენ მას სასამართლოში, გიული ალასანია განმარტავს, რომ მას პასუხი არ აქვს, თუ რატომ ვერ შედის სასამართლოს სხდომაზე.

გარდა ამისა, სხდომაზე შესვლის საშუალება არ ეძლევათ ადვოკატებს. ნიკა გვარამიამ მიმართა ადვოკატთა ასოციაციას იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადვოკატების შესვლა პროცესზე და ამგვარად ბრალდებულის დაცვის საშუალება მიეცეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეკემბერში წარედგინება