ადვოკატებისთვის მიუღებელია პროკურატურის შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად მიხეილ სააკაშვილის პროცესებში ჩართვის შესახებ ადვოკატი ბექა ბასილაია არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ, რადგან სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს და უნდა, რომ აქ მოვიდეს.

როგორც სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის – ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილის და ლია ორკოდაშვილის აცილებას ითხოვენ
შემდეგი სტატიავაშაძე – გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად