ადვოკატების ინფორმაციით, შუშის ბარიერიც ამოქოლეს: “სააკაშვილს წაართვეს დაცვის უფლება”

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და მას შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სრულად გააკონტროლოს და ის სრულად შეზღუდული იყოს.

“წარმოუდგენელი რამ ხდება, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს საერთოდ დაცვის უფლება, ვინაიდან, ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის, მოგეხსენებათ მისი და ჩვენი შეხვედრის უნარი ბუნებრივია აღჭურვილია კამერებით და ცხადია ხორციელდება აგრეთვე აუდიო ჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ჩვენ შორის ბარიერი ბოლომდე ამოვსებული, დღეს როცა შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი. ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე რომ ჩვენ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია იყოს გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – თაკო ჩარკვიანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჯანყებას
შემდეგი სტატიამეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს – „ქართული ქსოვილი“ უერთდება