ადვოკატები წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს- კილაძე

ადვოკატები წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს- ეს განცხადება, გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. ჟურნალისტი დღეს შვილის დაკავების საქმეზე საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. კილაძის თქმით, ის ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივა. კილაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი შვილის დაკითხვის და დაკავების დროს კანონმდებლობის ყველა ნორმა დაირღვა.

„სუს-თან ვაჟა ფშაველას გამზირზე ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს და შემდეგ მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება და შემდეგ ოთხშაბათს 12 საათზე უკვე ადვოკატები არჩილ ჩუბინიძე და ვალერი გელბახიანი გამართავენ ბრიფინგს ქრონიკა პლუსის ოფისში და წარმოადგენენ ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საქმეს თავდაყირა დააყენებს.

მე ველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არც ვიცით არის თუ არა დასაშვებად ცნობილი ჩვენი საჩივარი და ამის შემდეგ ვიწყებ საერთაშორისო დავას სტრასბურგის სასამართლოში, ჩემი შვილის უკანონო პატიმრობაზე,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის თქმითვე, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა დავით ხარშილაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვეტა.

banner
წინა სტატიაშიმოლოდინი არის, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს – ფიქრია ჩიხრაძე ე.წ. მოსმენების კანონზე
შემდეგი სტატიასაქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა