ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის უფლებების დარღვევას

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.

საძაგლიშვილმა თქვა, რომ ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას.

“ესეთი დოკუმენტები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც პასუხისმგებლობა დაეკისრა სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გვექნება და ეჭვი არ მეპარება ამაში, იქნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამას მოყვება შესაბამისი სამართლებრივი ზომები”,- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით აჭარული ნაქარგობის პროექტი ხორციელდება
შემდეგი სტატიაწერეთელი: საყოველთაო შეთანხმებაზე საუბარი „ქართული ოცნებისა“ და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ქმედითი ნაბიჯების გარეშე არაფერია, გარდა უბრალო განცხადებისა, რომლის მსგავსი აქამდეც მოგვისმენია