უფლებადამცველები სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ დაინტერესდეს პატიმრების პრობლემებით, რომელთა თქმითაც, გლდანის ციხეში საკვები უვარგისია. ამის შესახებ ადვოკატებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ომბუდსმენს მოუწოდებს შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სურსათის უვნებლობას და სანიტარულ ნორმებს.
“ყოველდღიურად ასამართლებენ ათობით მოქალაქეს და სახალხო დამცველი დუმს. გუშინ 13 მოქალაქე, ტავისუფალი ადამიანი უკანონოდ დააკავეს და სახალხო დამცველი დუმს. გლდანის დაწესებულებაში პატიმრები ითხოვენ შევლას, რადგან მათი საკვები არ შეესაბამება ნორმებს, არ არის მათის საჭმელი ვარგისი და სახალხო დამცველი დუმს.
ჩვენ მოვითხოვეთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი გვენახა, მაგრამ დაიმალა და დუმს.
მე მასთან მაქვს მხოლოდ ერთი შეკითხვა, როდესაც ბიუჯეტიდან გერიცხება 10 000 ლარზე მეტი, როდესაც მაღაზიაში შედიხარ ხომ ნახულობ ეს საჭმელი ვარგისი არის თუ არა, ვადა ხომ არ გასულა აღნიშნული საჭმლის და ასეთ საჭმელს ყიდულობ, აბა რა დაგემართა? გლდანის ციხეში რატომ არ გაინტერესებს პატიმრები, რომლებიც ყოველდღიურად დახმარებას ითხოვენ. გლდანის ციხეში აკრძალულია, რომ მოსახლეობამ და ოჯახის წევრებმა საჭმელი შეუგზავნონ, ყველას ხომ არ აქვს თანხა, რომ აღნიშნულ მაღაზიაში საკვები იყიდოს. გლდანის დაწესებულებაში ძალიან ბევრ პატიმარს მაინც უწევს ამ ვადაგასული საჭმლის ჭამა.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სურსათის უვნებლობას, შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სანიტარულ ნორმებს, რადგან ჩვენ პატიმრებს, გლდანის დაწესებულებაში, ყველა პატიმარს სჭირდება დახმარება, რომ იკვებონ სწორად და ჰქონდეთ სწორი და ჯანსაღ საკვები,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
















