ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

region
ავტ.: region ოქტომბერი 3, 2019 17:40

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

20 ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს.ბრალდებულ და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც ესწრება.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ

region
ავტ.: region ოქტომბერი 3, 2019 17:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics