ადვოკატ გიორგი მდინარაძის თქმით, პოლიციის უფროსის დაკავება დაგვიანებულია

GIORGI MDINARADZEპროკურატურის გადაწყვეტილებაზე პოლიციის უფროსის დაკავების შესახებ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პროკრუატურის გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღოთ. უნდა დაეკავებინათ ვაკე-საბურთალოს რაიონის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე და სხვა პირებიც, რომლებიც ადვოკატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესში მის გვერდით იმყოფებოდნენ.

„ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო მისი დაკავება, ვინაიდან არ მომხდარიყო სხვა მოწმეებზე ზემოქმედება. მან უკვე მოასწრო თანამშრომლებზე ზემოქმედება, რაგდან ისინი არ აძლევენ გამოძიებას სრულყოფილ, სწორ ჩვენებებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დღეს 13 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

banner
წინა სტატიაში„დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩამოშორდეს მიხეილ სააკაშვილი”
შემდეგი სტატიალეიბორისტები ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო რესურსების მიტაცებაში ადანაშაულებენ