ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, პარტიას არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება – ცაგარეიშვილი

ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება, უნდათ, ეს ადამიანი პარტიის კარიდან გააგდონ და ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, არ ტოვებს, ეტყობა, არ ემეტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქპოსტზე, სადაც ის ამბობს: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქმე ეხება არაორდინალურ შემთხვევას.

„არაორდინალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას, ეტყობა, არ ემეტება. რაც უფრო დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობაში“ მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარას როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება – თუ რამე დაზიანდა ამით, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და პირადად მიხეილ სააკაშვილი – დეკანოიძე
შემდეგი სტატიამე არავის კადრი არ ვარ, საკუთარი თავის გარდა – გვარამია