“ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი” – პროკურორი

ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ გამომძიებლები. დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდება. დაკითხვაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა პროკურორმა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, დაკავებულ დეკანოზს ამოეწურა ყველა მიზეზი დაკითხვისთვის თავის ასარიდებლა და მას მოუწევს მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი:

„ფაქტობრივად მას ამოეწურა ყველა საბაბი რის გამოც კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს არ სცემდა. თუ რა თქმა უნდა დღესაც რაიმე მიზეზს არ დაასახელებს და კვლავ თავს აარიდებს საგამოძიებო მოქმედებას. ჩვენ დარწმუნებული ართ, რომ ადრე თუ გვიან მას მოუწევს ამ მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ყველა შეკითხვას უპასუხოს ამომწურავად და სწორედ ამ მიზეზით ვხვდებით დღეს მას. შეკითხვები არის ძალიან ბევრი როგორც ამ მომწამვლელი ნივთიერების მოძიება შეძენის თაობაზე, ასევე ბევრი სხვა თემა არის რაზეც დღეს უნდა დაისვას შეკითხვები,“-განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს იურისტი : ე.წ. ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია