ადმირალი რადაკინი – რუსეთმა სტრატეგიულად უკვე წააგო, ის მარცხდება

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომი სტრატეგიულად უკვე წააგო და კრემლი ახლა უფრო შესუსტებული ძალაა.

ადმირალი რადაკინის თქმით, რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის, შესაბამისად, იგი უკრაინის დაპყრობას ვერასდროს შეძლებს:

“ეს რუსეთის საშინელი შეცდომაა, რუსეთი ვერასდროს დაამყარებს კონტროლს უკრაინაზე”.

მისი ცნობით, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების 25% მხოლოდ მცირე, ტაქტიკური წარმატებებისთვის დაკარგა, ხოლო ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებას კიდევ უფრო შესუსტებული ძალის სახით ხვდება.

“რუსეთმა სტრატეგიულად უკვე წააგო, ის მარცხდება. NATO უფრო ძლიერია, ფინეთი და შვედეთი გაწევრიანებას ცდილობენ”. – აღნიშნა რადაკინმა.

banner
წინა სტატიაშიკუს ტბის მიმდებარედ მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაპოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი – მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით