ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა – გაერთიანებული ოპოზიცია ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩანაწერის ავტორი კონკრეტული პირებს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„- სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?

– კი…

– და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?

– ეგ კი, ეგ კი…“- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან – ვაშაძე ზურაბიშვილისგან არსებულ კითხვებზე პასუხს ითხოვს
შემდეგი სტატიადაუქნიეთ თავი, აიღეთ თანხა, 28 ოქტომბერს კი ისევე მოატყუეთ “ქართული ოცნება”, როგორც მათ მოგატყუეს 2012 წელს – ხაბეიშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს ​