ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე ერთი საათია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს პრემიერმინისტრს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ლარის კურსი, კომენტარი არ გაუკეთებია.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე არ უსაუბრიათ არც მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 21 საკითხის განხილვაა გათვალისწინებული. მათ შორის, პირველ საკითხად წარდგენილია აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულებაში ცვლილებები, რაც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების სისტემაზე მორჩენილი თანხების სხვა ქალაქებში, იგივე მომსახურებაზე თანხების განაწილებას გულისხმობს.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმასაც დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერის ვარაუდით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება
შემდეგი სტატიათუ კურსი გაუფასურებას გააგრძელებს, გარდაუვალი იქნება კომუნალური ტარიფების ზრდა – ექსპერტები