ადმინისტრაცია: პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში:

ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: ამხელა სამინისტრო გაბარიათ და „ოროსანი“ დაჩი ბერაიას დასაცავი ხართ, თქვენ ადგილას ძალიან შემრცხვებოდა
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS რაკეტებს გადასცემს