ადლიაში 100-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ადლიაში 100-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროგადამცემი ბოძი დიდთოვლობის გამო წაქცეულმა ხემ დააზიანა.

პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მობილური ჯგუფი.

ამ ეტაპისთვის აჭარაში სულ 5 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მაღალმთიან სოფლებში ჯუ ელექტრომომარაგების აღდგენა გზის გაწმენდასთან ერთად ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს
შემდეგი სტატიაჩინეთის ბირჟები ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად ეცემა