ადიკო ივანიშვილი:„ქართულმა ოცნებამ“ სახელი უნდა გადაირქვას და ახდენილი ოცნება უნდა დაირქვას“

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

დღეს ოზურგეთში გურიის მერობის კანდიდატების წარდგენას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი ესწრებოდა.
ყოფილი პრემიერის ძმა, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა მედიასთან ურთიერთობას და ჟურნალისტებთან საუბარს, დღეს განსაკუთრებით აქტიურობდა და კანდიდატების გვერდითაც არა ერთხელ გამოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილის ძმას არც ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე პასუხისთვის აურიდებია თავი და კანდიდატების შეფასებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზეც ისაუბრა
“ქართული ოცნების” დამსახურება ქვეყნისა და ხალხის წინაშე იმდენად დიდია, რომ  დროა პარტიამ სახელი შეიცვალოს და ახდენილი ოცნება დაირქვას-ამბობს ყოფილი პრემიერის ძმა.
დღეს ოზურგეთში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა

წყარო:”გურიის მოამბე”

banner
წინა სტატიაშიიური ლუცენკო:კანონი მოითხოვს პასუხისმგებლბა დაეკისროთ მათ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი
შემდეგი სტატიაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითინომრები განსაზღვრა