ადიგენში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
„საქმეზე გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება“- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ადიგენში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარ დეპუტატი , ზურაბ შაინიძე სცემეს. დაზარალებულის განცხადებით, მას ფიზიკურად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაუსწორდნენ. როგორც შაინძე ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა.
ამის შემდეგ დეპუტატის განცხადებით, ადგილზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს. დაზარალებულ დეპუტატს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება დავუშვათ, რომ მოსამართლეებად დანიშნონ ადამიანები, რომლებიც არ არიან შერჩეული ობიექტურად – ანა დოლიძე მოსამართლეთა გამოცდებზე
შემდეგი სტატიამკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება