ადიგენში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ

ადიგენში შეკრებილმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ისინი სოფელ ჭელაში საქართველოს მუფტს, ბეგლარ კამაშიძეს, შეხვდნენ.

რაც შეხება ადიგენში მიმდინარე მოლაპარაკებებს, ცნობილი ხდება, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მათი განცხადებით, შეთანხმება მხოლოდ სიმშვიდეზე შედგა. ორივე მხარს სურს სიმშვიდე და, შესაბამისად, ამ საკითხზე ორივე მხარე იღებს პასუხისმგებლობას.

მათივე განცხადებით, შეთანხმება შესაძლოა, შედგეს მაშინ, როდესაც სამცხე-ჯავახეთის მუფტი და საქართველოს მუფტი ერთმანეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინს ადიგენში მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმება შედგა. რომელსაც ჭულევის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანთიმოზი, ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე, ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ენერგეტიკოსები მასშტაბურ კიბერშეტავაზე გააფრთხილეს
შემდეგი სტატიაჟენევის ავტოსალონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერმარქანა აჩვენეს