6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ადიგენში, 5 ოჯახი, რომლებსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანათ, ფულად კომპენსაციას მიიღებს

ადიგენის მუნიციპალიტეტში 5 ოჯახი, რომლებსაც სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, მთავრობისგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 435-ე განკარგულებიდან ირკვევა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ფულადი კომპენსაციის გაცემა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეუწყებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა. მას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სამი, სოგელ გორგულში ერთი, ხოლო სოფელ არალში ერთი ოჯახი მიიღებს.

ერთ ოჯახზე საკომპენსაციო თანხა:

50 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, თუ დაზარალებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ უფიქსირდება;
30 000 ლარის ოდენობით კი იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახს აქვს ან ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ამ განკარგულების გამოცემის შემდეგ გაასხვისა. ასევე თუ განკარგულების გამოცემის შემდეგ დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც განკარგულების გამოცემის თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.
ფულადი კომპენსაცია ამ განკარგულებით გათვალისწინებულ პირებზე ერთჯერადია.

ამასთან, დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ სოცდაუცველთა ერთიან ბაზაში კომპენსაციის მიმღებების გადამოწმება არ მოხდება.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წევრთან თანამშრომლობისთვის მზად არის
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი კვიპროსში სამხედრო გემს გზავნის