ადიგენის რაიონში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადიგენში ადგილობრივებმა დაკვამლიანება გუშინ საღამოს შენიშნეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია.

banner
წინა სტატიაში“სასამართლო კლანური პრინციპით მოქმედებს” – ზურაბ ჭიაბერაშვილი ფადი ასლის საქმეზე
შემდეგი სტატიაგვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უჩა ნანუაშვილი მოულოდნელს უწოდებს