11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, მთავრობისგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 772-ე განკარგულებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, მთავრობისგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

დოკუმენტის მიხედვით, ფულადი კომპენსაციის გაცემა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეუწყებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაავალა. მას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგულში ერთი, ხოლო სოფელ იმერთუბანში ერთი ოჯახი, სოფელ მოხეში – ერთი, სოფელ ქვემო ენთელში – ორი, სოფელ ვარხანში – ერთი, სოფელ უდეში – ერთი ოჯახი მიიღებს.

ერთ ოჯახზე საკომპენსაციო თანხა:

50 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, თუ დაზარალებულ ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ უფიქსირდება;
30 000 ლარის ოდენობით კი იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახს აქვს ან ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ამ განკარგულების გამოცემის შემდეგ გაასხვისა. ასევე თუ განკარგულების გამოცემის შემდეგ დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც განკარგულების გამოცემის თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.
ფულადი კომპენსაცია ამ განკარგულებით გათვალისწინებულ პირებზე ერთჯერადია.

ამასთან, დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ სოცდაუცველთა ერთიან ბაზაში კომპენსაციის მიმღებების გადამოწმება არ მოხდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ ადიგენში სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახისთვის კომპენსაციები მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოყო.

banner
წინა სტატიაშიანდრია ურუშაძე: ნდობა უნდა აღადგენს მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ოპოზიციაში ასეთი ტიპის თავდასხმებს არასდროს მოუტანია შედეგი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს გაუხანგრძლივებს მმართველობას