ადგილობრივს, რომელმაც ჩეჩნეთში კორუფციაზე ილაპარაკა, სახლი დაუწვეს

ადგილობრივს, რომელმაც ჩეჩნეთში კორუფციაზე ილაპარაკა, სახლი დაუწვეს

1სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩენს, რომელმაც კორუფციაზე ისაუბრა, სახლი დაუწვეს – ასეთია კრემლის ოფიციალური პოზიცია.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა ალვი კარიმოვმა ასევე თქვა, რომ ის აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.

“დარწმუნებული ვარ, რომ ცეცხლი არ ყოფილა. ეს მთიანი სოფელია. იქ 50 ტონა ბენზინიც რომ მიიტანო, სახლს ვერ წაუკიდებ, ქვისგან არის ნაშენები” – განაცხადა კარიმოვმა.

საუბარია ჩეჩნეთის სოფელ კენხის მცხოვრებზე რამაზ ჯალალდინოვზე, რომელმაც აპრილის შუა რიცხვებში ჩაწერა ვიდეო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და რეგიონში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა. კერძოდ, კი, ის უკმაყოფილო იყო იმით, რომ ჩინოვნიკები ქრთამს ითხოვენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯალალდინოვის სახლი უცნობმა პირებმა დაწვეს. მისივე მეუღლის თქმით, დაახლოებით შუაღამისკენ მათთან შავნიღბიანები მოვიდნენ, უთხრეს, რომ მათ ისინი უნდა გადაარჩინონ, ჩასვეს მანქანაში, ხიდამდე მიიყვანეს და იქ ჩამოსვეს, თვითონ კი სახლი დაწვეს, ადგილობრივები კი გააფრთხილეს, რომ თუკი ისინი ხმას ამოიღებენ, მათ სახლებსაც დაწვავენ.

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ჯალალდინოვის ოჯახი დაღესტანში გადაიყვანეს და სთხოვეს, რომ ჩეჩნეთში არ დაბრუნებულიყო.

ჯალალდინის ვიდეო-მიმართვამ ჩეჩენ ჩინოვნიკებში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის მეთაური, რამზან კადიროვი პირადად ავიდა ჯალალდინის სოფელში და სოფლის მოსახლეობას ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდა, შემდეგ კი ყველა, ვინც შეხვედრაზე პროტესტი გამოთქვა, დაიჭირეს.
რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, სოფლის მოსახლეობა გროზნოში აქციის გამართვას აპირებს.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანომ „საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით 83 მომხრე ხმით, ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა
შემდეგი სტატიაგერმანიის პარლამენტმა მაროკოს, ალჟირს და ტუნისს “უსაფრთხო ქვეყნები” უწოდა