ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ სეფიეთში მოსახლეობას მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.

კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარიანი დახმარების განხორციელება იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრაზე აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მადონა ქოიავამ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპატივს ვცემთ საქართველოს და უკრაინის გადაწყვეტილებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ
შემდეგი სტატიაNDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, NATO-ში – 77%