ადგილობრივი ხელისუფლება მტკიცედ დაადგა მოსახლეობის დაშინების გზას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 28, 2020 18:23

ადგილობრივი ხელისუფლება მტკიცედ დაადგა მოსახლეობის დაშინების გზას

ძვირფასო ჩხოროწყუელებო!
მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გვსურს გაგაცნოთ რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
თანამოქალაქენო! ადგილობრივი ხელისუფლება მტკიცედ დაადგა მოსახლეობის დაშინების, მუქარის, შანტაჟის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების გზას, რასაც შემდგომში აუცილებლად მიეცემა სამართლებივი რეაგირება!
1. ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს თანამშრომლები, აგრეთვე სხვადასხვა ძალოვან დანაყოფებში მომუშავე პირების მშობლები, დადიან მოსახლეობაში და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ მოსახლეობისაგან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ამოღებას,რათა მათ ვერ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში!
2. სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ცდილონენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების დაშინებას – მათთვის სოციალური შემწეობის მოხსნის შესახებ თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ სახელისუფლებო პარტიას და კანდიდატს!
3. მუნიციპალიტეტის მაშტაბით შეინიშნება სხვადასხვა ძალოვანი დანაყოფების აქტიურობა.
დედაქალაქიდან მოვლინებულები არიან სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმოშობით ადგილობრივი თანამშრომლები.
ისინი სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენას სახელისუფლებო პარტიის და კანდიდატის სასარგებლოდ!
4. დაფიქსირდა ხელისუფლებისათვის არამყარად მიჩნეული ამომრჩევლის დაშინება და შეგონება რომ, ისინი ხმის მიცემის შემდეგ,საარჩევნო კაბინიდან გამოვიდნენ გაშლილი ბიულეტინებით,რათა წინასწარ შერჩეული სახელისუფლო დამკვირვებლის ან კომისიის წევრის წინაშე დააფიქსირონ მათ მიერ შემოხაზული პარტიული სიის და კანდიდატის ნომერი,რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ფარულობის ვალდებულების დარღვევას!
თანამოქალაქენო!
ყველა ზემოდ აღნიშნულ დარღვევებზე,რომელიც ამავე დროს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს მიმდინარეობს ფაქტების აღრიცხვა და დოკუმენტაცია რომელის ასლები შემდგომ გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს,ხოლო დედნები განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის!
ჩხოროწყუელებო! თანამოქალაქენო!საჯარო სამსახურების თანამშრომლებო!
მოგიწოდებთ სუყველას – არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, მოსახლეობის დაშინება-დაშანტაჟება-მოსყიდვაში!
თითოეული ასეთი ქმედება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!
დავემორჩილოთ კანონს!
ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები!
დაე, ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ბედი!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 28, 2020 18:23