ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება

საოკუპაციო ხაზის ხურვალეთის მონაკვეთზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და ქართველი სამართალდამცველები.

როგორც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივები პირველ არხთან საუბრისას ამბობენ, საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების არანაირი გადაადგილება არ შეინიშნება, სოფლის მცხოვრებთა უსაფრთხოებას კი, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

„მთელი ღამე სიმშვიდე იყო. სოფელში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ახლაც დგანან ევროკავშირის წარმომადგენლები. აქ არის პოლიციაა და მშვიდად ვართ“,- აცხადებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გივი ბატონისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიანგარებით სექსუალური კავშირი – შსს “ოცნების” დეპუტატის საქმეს იძიებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავა