„ადგილი აქვს პირად სივრცეში შეჭრას“ – ომბუდსმენი სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტზე

რუსთაველის გამძრზე გუშინ მიმდინარე აქციაზე მონაწილეებსა და სამარტალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტსა და დაპირისპირებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება:

„ზოგადად ვითარება ნამდვილად დაძაბულია და გარკვეულ შემთხვევებში კიდევ მწვავდება. მნიშვნელოვანია, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების მათი მხრიდან არ იყოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადავიდეს. გუშინ საუბარი იყო კარვების გაშლასთან დაკავშირებით, რაზეც სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, გამოხატვის შესახებ კანონმდებლობა არ კრძალავს და არ ზღუდავს კარვების გაშლას ისეთ ადგილებში, სადაც ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემას არ უქმნის, ასევე არ ბლოკავს შენობების შესასვლელებს. შესაბამისად, მშვიდობიან აქციაზე კარვების გაშლა დასაშვებია. ვფიქრობთ, რომ ამის შეზღუდვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტს.

მინდა გამოვეხმაურო მეორე შემთხვევას, რაც ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა იყო. გავრცელდა ვიდეოკადრები, რა დროსაც პოლიცია ახდენს ავტომობილიდან გარკვეული ნივთების ამოღებასა და ჩამორთმევას. ვფიქრობთ, აქ ადგილი აქვს პირად სივრცეში შეჭრას და ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც სამართლებრივი საფუძვლები და განმარტებები, რა საპროცესო ქმედებები განახორციელა ამ შემთხვევაში პოლიციამ. დავიწყეთ ამ ფაქტის შესწავლა. მივმართეთ შსს-ს, თუმცა პირველადი შეფასებით, ვფიქრობთ, იკვეთება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტები. ჩვენ დაველოდებით შსს-დან ოფიციალურ განმარტებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. აქციას რუსთაველის გამზირზე შვილმოკული მამები მართავენ.

banner
წინა სტატიაშიჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაკანონპროექტის გაწვევა არ იგეგმება – კობახიძე