ადენის ყურეში მცურავ გემზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა

ადენის ყურეში მცურავ გემზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გემი პალაუს დროში ქვეშ მოძრაობდა. როგორც „ბიბისი“ წერს, სავარაუდოდ, თავდასხმა იემენელმა ჰუსიტმა მებრძოლებმა განახორციელეს.

ცნობისთვის, ჰუსიტი მებრძოლები სავაჭრო და სამხედრო გემებს შარშან ნოემბრიდან ესხმიან თავს. ისინი აცხადებენ, რომ ამ იერიშებით სოლიდარობას უცხადებენ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს და მოითხოვენ, რომ ისრაელმა ომი შეწყვიტოს.

საპასუხოდ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა ჰუსიტების სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ავიაიერიშები რამდენჯერმე მიიტანეს. ვაშინგტონში, ლონდონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ჰუსიტების თავდასხმების საერთაშორისო გადაზიდვების შეფერხებას იწვევს.

banner
წინა სტატიაშიბუნდენსტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ექვს ფიზიკურ პირს და ერთ კომპანიას სანქციები დაუწესა