ADB-მა საქართველოს COVID-19-ის ვაქცინების შესაძენად $15 მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

“აზიის განვითარების ბანკმა” (ADB) დაამტკიცა 15 მილიონიანი დოლარის სესხი, რომელიც საქართველოს მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენასა და ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერებაში დაეხმარება.

ADB-ს ინფორმაციით, სესხი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700 ათასი დოზა ვაქიცინის, ასევე, ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.

“მთავრობა მიზნად ისახავს 2021 წელს მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის 60% -ის, ანუ დაახლოებით 1.7 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას. ADB–ს COVID-19 ვაქცინების ხელშეწყობის პროექტი საქართველოსთვის შეიძენს საკმარის ვაქცინებს დაახლოებით 300,000 ადამიანის, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 8% -ის ინოკულაციისთვის”, – წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ასევე გააძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა 8.3%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიათვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა ამომრჩევლებმა ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 25 -27 სექტემბრის პერიოდში უნდა მიმართონ