,,ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მოლოდინი ჰქონდა, რომ დოლარები ტომრებით ჩამოიყრებოდა, ეს ვერ შედგა”-ნუკრი ქანთარია NDI -ს შედეგებზე

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მთავარი კვლევა 19 მაისს ჩატარდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. ჟურნალისტებთან საუბარში ნუკრი ქანთარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პარტიული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევები არის ფიქრთა გასართობად და მთავარ კვლევას – არჩევნებს ვერ გადაფარავს.

„ძალიან დიდი გაუგებრობაა მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი და იმ კაცის რეიტინგი, რომელმაც 2012 წელი მოიატანა, ხელისუფლება მშვიდობიანად გაუშვა და საქართველოში უამრავი საქმე გააკეთა. ფონდ „ქართუ“-ს სიკეთეების უკვალოდ დაკარგვა წარმოუდგენელია. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს მოლოდინი ჰქონდა, რომ დოლარები ტომრებით ჩამოიყრებოდა, ეს ვერ შედგა და „შავი პიარის“ ნიაღვარი, რაც ამ ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობს, შეიძლება, რაღაც გავლენა იქონია, მაგრამ ის, რომ ასეთი ცირკის ქვეშ მოექცა, წარმოუდგენელია.

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რასაც უყურებს პარლამენტში, ჰგონიათ, ესენი არაფერს არ აკეთებენ, მარტო ლაპარაკობენო, არადა, მინისტრი, მერი, გზას აგებენ. მთელი რიგი პრობლემები გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას მაინც იმას ვუკავშირებ, რომ პიარი სუსტად ყოველთვის იყო. მგონია, რომ მოსახლეობამდე ბევრი გაკეთებული საქმე არ არის მისული. ეს ჩვენი ბრალია, შუბლში ვერ ვაჯახეთ და ხალხს არ ვატყეპებთ, ეს გავაკეთეთ და ამის იქეთ აღარ დაინახოთ-თქო“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შარაშენიძე „ნაცმოძრაობაზე“ – არ შეიძლება ყველა არჩევნებზე დამუქრება და მერე ხალხის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ ამ მუქარის უკან არაფერი დგას
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს