ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის, ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის, ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება, – ამის შესახებ ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სხდომა პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გახსნა და ისაუბრა იმ თემებზე, რომელიც ფრაქციას აქვს.

„გვაქვს შეკითხვები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკის ნაწილში, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით. ყველა ეს შეკითხვა დღეს დაისმება.

მე რამდენჯერმე ამიხსნეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, როგორ მუშაობს მიკროფონი, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ისედაც კარგად ვიცი. მე შემიძლია მიკროფონის ჩართვა და შემდეგ ყველასთვის გამორთვა.

ერთი რამე მინდა ვთქვა, ადამიანმა, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს, მიკროფონი არ უნდა გამოურთოს არავის. ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოხატვის უფლება, მით უმეტეს როდესაც ასეთ სავარძელში ზის სპიკერი, მან არ უნდა გამორთოს მიკროფონი. შესაბამისად დასაწყისშივე მინდა გავაკეთო განმარტება, დღეს მიკროფონი არავის გამოერთვება. ყველამ უნდა ვისაუბროთ ღიად, საჯაროდ. საჯაროდ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს ჩვენი მთავარი სათქმელი. ჩვენ არასოდეს არ დაგვიხევია უკან მთავრობის წევრებისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისთვის ღიად გვეთქვა რას ვფიქრობთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, რას ვფიქრობთ საგარეო პოლიტიკის ნაწილში და საშინაო პოლიტიკაზე.

არის საკითხები როცა ვართ თანამოაზრეები, მაგრამ უამრავი საკითხია, სადაც თქვენ და ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულად ვფიქრობთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტში ფრაქციების ფორმატში მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრები დღესაც გრძელდება. ამ დროისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან იმართება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, ზუსტად რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან
შემდეგი სტატიაადა მარშანია – ჩვენ გვჭირდება დიალოგი ზუსტად რომ მოსკოვთან, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, რაც კრემლის გარეშე არ გამოვა, ეს არის მწარე რეალობა