,,ადამიანის უფლებებით დღეს საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს”

წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს მიუძღვის , -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო „თავისუფლების“ გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებში ამომრჩეველმა პარტია „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილმა პარტიისა და კოალიციის მიერ 4 წლის საქმიანობა გაიხსენა და განმარტა, რომ საჭიროა გავიხსენოთ თუ როგორი ქვეყანა ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ და როგორ ეტაპზე არის დღეს ქვეყანა სხვადასხვა სფეროში.

„ვიხსენებ წარსულს და აწმყოს. როგორი დაგვხვდა ”ნაციონალური მოძრაობის” შედეგად „აშენებული“ ქვეყანა და რა მოვახერხეთ 4 წლის განმავლობაში. ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ ”ქართული ოცნების” წევრები. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა და საოცრება მოახდინა. თუ ვინმეს ანალიზის უნარი გააჩნია და საქართველოში უცხოვრია, ის რეალობა როგორი იყო საქართველო 2012 წლამდე და როგორია დღეს, მარტივად მიხვდება. კოალიციაში სწორედ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“. კოალიციის წევრებსაც და პარტიის წევრებსაც თავისი როლი ჰქონდათ, ვის რამდენი და რა როლი ჰქონდა კარგად გამოჩნდება არჩევნებში. ეს მიღწევები ერთობლივად კოალიციის ნამოქმედარია და ლომის წვლილი მიუძღვის პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“. ყველა მიმართულებით , პირველი ადამიანის უფლებები, სად იყო და სად მოვედით, დღეს ადამიანის უფლებებით საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე გუჯაბიძის სკანდალზე რუსთავი 2-მა ახალი დოკუმენტი მოიპოვა
შემდეგი სტატია,,მურუსიძეს ვუთხარი, გარანტიას გაძლევ ახალი ხელისუფლება შენ არ შეგეხება“