ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას აპირებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად აღიარების საკითხზე ევროპარლამენტი მალე იმსჯელებს. მანამდე ის პოლიტპატიმრად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ უნდა სცნოს. ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანა ბალამწარაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპა ოქრუაშვილს ამ სტატუსს მიანიჭებს.

ოქრუაშვილი რომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული ამის დამტკიცებას ანა ბალამწარაშვილი პარიზში შეეცდება. ის პარიზში 6 თებერვალს ბრიუსელიდან ჩავა. სადაც ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელ ილია იზოვს შეხვდება. ორგანიზაციის შტაბბინა საფრანგეთის დედაქალაქში მდებარეობს.

– პარიზში ჩვენ შევხვდებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე ილია იზოვს შევხვდებით. მას ყველა მტკიცებულებას გადავცემთ იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ეს შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იმისათვის რომ ადამიანი ევროპარლამენტმა პოლიტპატიმრად ოფიციალურად აღიაროს. ჯერ ეს სტატუსი მას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ უნდა მიანიჭოს. დარწმუნებული ვარ რომ ეს ორგანიზაცია ირაკლის პოლიტპატიმრად აღიარებს, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბარში ბალამწარაშვილი.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის თქმით, პოლიტპატიმრად აღიარების პროცედურები მალე დასრულდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

– ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდებით. ამითი დასრულდება პროცედურები. მაგრამ არა სამუშაო. წინ ბევრი სამუშაო გველოდება. უნდა დავამტკიცოთ რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, _ აღნიშნავს ბალამწარაშვილი

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია „ოცნების“ მაღაჩინოსნებზე მალე სკანდალურ მასალებს გაასაჯაროვებს!
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბანში გასულ წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი