ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე – “ლონდა თოლორაია საქართველოს წინააღმდეგ”, დააკომუნიცირა, ანუ წარმოებაში მიიღო

“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე – “ლონდა თოლორაია საქართველოს წინააღმდეგ”, დააკომუნიცირა, ანუ წარმოებაში მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

ორგანიზაცია “უფლებები საქართველომ” ლონდა თოლორაიას განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში 2022 წლის 30 ივნისს გაგზავნა.

“ლონდა თოლორაია, 2019 წლის 11 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსად 6 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მას ვადაზე ადრე შეუწყდა მინიჭებული მანდატი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ლონდა თოლორაია დავობს, რომ მის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს (მუხლი 6), პირადი ცხოვრების დაცულობის (მუხლი 8) და ქმედითი სამართლებრივი დაცვის (მუხლი 13) უფლებები”, – წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი მამალაძე: დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს