ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, კანონპროექტის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

„გათვალისწინებულია 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებაც დაწყებულია. ჩვენი მხრიდან იგეგმება გარკვეული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მომზადდება ის რეფორმები, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ რეფორმების შედეგად, გვექნება გაუმჯობესებული ჩარჩო ბევრი მიმართულებით – კანონმდებლობა, პრაქტიკა. ეს ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

​დღესვე კომიტეტში ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) 2022 წლის 16 ივნისის ანგარიშში (CPT/Inf (2022) 11) საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში, სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს