ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 2021 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ჩატარებული „მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიშზე იმსჯელეს.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ გაიცა რეკომენდაცია, რომ „საბიუჯეტო სახსრების სრულყოფილად მობილიზების მიზნით, სამსახურმა შეიმუშაოს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვიანობის წესი და დანერგოს იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის პრაქტიკა”.

შეხვედრის დროს გამოიკვეთა საკითხის ირგვლივ დამატებითი მუშაობის საჭიროება, მათ შორის შესაძლოა ეს იყოს კანონმდებლობის მოწესრიგების მიმართულებაც.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის და „უფლებები საქართველოს” წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიაპრემიერმა სოფელ თხინვალში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა