ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების
დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

• გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში,
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 4 ვაკანსია;

• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში, განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 10 ვაკანსია;

• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია – 10 ვაკანსია.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
– განცხადებების გადარჩევა
– ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები)
– გასაუბრება
– ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ: hr.police.ge

banner
წინა სტატიაშითბილისის მე-15 ბაღში ევაკუაციის მიზეზი სპეციფიკური სუნი გახდა
შემდეგი სტატიაპაატა ბაირახტარი – არ ველოდები, რომ მიმდინარე პროცესები „თიბისი ბანკს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის