ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მრჩევლად ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ლელა აქიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანია ადამიანი და მისი დაცვა.

„დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას, ასევე, გააქტიურდება, ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ​ ​ქალბატონი ლელა იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მას გააჩნია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით აქტივობების მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირსეული წევრი ჩვენი გუნდის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია, იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების მეორე ეტაპს ვიწყებთ