” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ტუღუშის დანიშვნა სამარცხვინოა”

აგულაშვილი არის პროვოკატორი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ტუღუშის დანიშვნა სამარცხვინოა.

როფორც ინაშვილმა აღნიშნა, ის, როგორც კომიტეტის წევრი ამ გადაწყვეტილებას გმობს.

“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ტუღუში აირჩიეს, რაც ძალიან სამარცხვინო აქტია და ცინიზმია, რადგან მის დროს პატიმრების წამება და გაუპატიურება ხდებოდა. დღეს ამ პიროვნებას კომიტეტის მოადგილედ ირჩევენ, რაც სამარცხვინოა და საჯაროდ ვგმოვ ამას”, – განაცხადა ინაშვილმა.

დღეს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსმა დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით, პარლამენტს მიმართა