ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთვება

region
ავტ.: region სექტემბერი 7, 2020 14:51

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთვება

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება. ცენტრის განმარტებით, ისინი ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავენ

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი და ამ დრომდე არაა დაკმაყოფილებული დაზარალებულის მოთხოვნები.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას არ ენდობა.

region
ავტ.: region სექტემბერი 7, 2020 14:51